0
მენიუ
banner banner

"ყველაფრისგან ვიღებდი უზომოდ დიდ სიამოვნებას და თამაშ-თამაშით მივდიოდი ფინალისკენ" - ნათია თანალიშის შთაბეჭდილება

"ყველაფრისგან ვიღებდი უზომოდ დიდ სიამოვნებას და თამაშ-თამაშით მივდიოდი ფინალისკენ" - ნათია თანალიშის შთაბეჭდილება

ნათია თანალიში იმ სტუდენტთა შორისაა, რომელთაც წარმატებით დაასრულეს კურსი სმარტ აკადემიაში. მან კრეატიული კონტენტის და ქოფირაითინგის კურსი გაიარა, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი სიახლეების აღმოჩენა და კრეატიული აზროვნების განვითარება იყო.”

ვფიქრობდი, რომ ეს კურსი დამეხმარებოდა საკუთარ თავში სიახლეების აღმოჩენაში, ასეც მოხდა, ბევრად უფრო კრეატიული გამხადა და მომცა ინსპირაცია - საინტერესო კონტენტის შექმნისა თუ წერის. თუმცა, ვფიქრობ, რომ მჭირდება პრაქტიკული გამოცდილება, რათა ჩემი ცოდნა რეალურ გარემოში გამოვიყენო და მეტი გამოცდილება დავაგროვო.

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში ვისწავლე: 

  • კონტენტის შექმნა

  • ბრიფის მიღება და დამუშავება

  • კომუნიკაციის კრეატიული სტრატეგიის შემუშავება

  • იდეების გენერირება და კონცეფციის მონახაზის შექმნა რეფერენსების დახმარებით

ასევე, გავეცანი ბევრი ბრენდის საინტერესო ისტორიას, სარეკლამო კამპანიებს და ინსაითებს რაც მათ უკან იდგა. ყველაზე მთავარი კი ამ ამბავში არის ის,  რომ ამ ყველაფრისგან ვიღებდი უზომოდ დიდ სიამოვნებას და თამაშ-თამაშით მივდიოდი ფინალისკენ.

კურსის შედეგად უფრო მეტად განვივითარე კრეატიულობა, ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი (ინფორმაციის გაცვლის უნარი), გუნდურად მუშაობა, პრეზენტაბელურობა, დროის მენეჯმენტი, წერის უნარები.

ლექტორის შესახებ

კურსის წარმატებით დასრულებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ლექტორი. ვფიქრობ, თათიამ ზედმიწევნით შეასრულა ეს პირობა - თავისი მიდგომებით, ცოდნის გაზიარებით, პასუხისმგებლობით და გვერდში დგომით.

გამორჩეული ლექცია

ყველა პრაქტიკული ლექცია, სადაც მენტორი მცირე დროის განმავლობაში გვაძლევდა დავალებას იყო საინტერესო და მეტად აღვივებდა ჩემში კრეატივს. განსაკუთრებით კი ეს იყო ლექცია პროდუქტის შექმნასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი სახელისა და გვარის ინიციალებით უნდა შეგვექმნა საინტერესო პროდუქტი. ასევე, მინდა აღვნიშნო, ფინალური დავალება - ჩვენივე შექმნილი ბრიფისგან კამპანიის შექმნა, ეს იყო საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო პროცესი, რომლისგანაც უდიდესი სიამოვნება მივიღე და გამოვიყენე ყველა ის ცოდნა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში შევიძინე.

კურსის დასრულების შემდეგ

ჩემ გარშემო ყველაფერს ვაკვირდები, უფრო ყურადღებით. ვცდილობ კრეატივი შევისრუტო ყველაფრისგან და შემდგომ ეს გამოვიყენო ინსპირაციისთვის, ჩემს საქმინობაში.

პროფესია - ქოფირაითერი

ამ პროფესიაში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ გაძლევს კრეატიულად ფიქრის საშუალებას და შემდგომ ამ ნაფიქრის მომხმარებელთან გატანის შესაძლებდლობას/გაზიარებას და ამ პროცესისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღების შესაძლებლობას. ეს პროფესია არის მოთხოვნადი და მოსახერხებელი, შესაძლებელია  ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან მუშაობა, ონლაინ ან სხვა საქმესთან შეთავსება.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიამ მომცა სწორი მიმართულება და საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების პოვნის საშუალება. მომწონს, რომ სწავლება არის ონლაინ და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაეუფლოს მისთვის მისაღებ პროფესიას ნებისმიერი ადგილიდან.

თუ თვლი, რომ წერა კარგად გამოგდის და გსურს ჰობი პროფესიად აქციო, შემოგვიერთდი კრეატიული კონტენტის და ქოფირაითინგის კურსზე და შეისწავლე სფერო სიღრმისეულად.


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები